Error
რუბრიკები
მირანდა გიბსონმა ტყის დასაცავად ერთი წელი ხეზე გაატარა (ვიდეო)
ავსტრალიელ მირანდა გიბსონს ერთი წელია მიწაზე ფეხი არ დაუდგამს. 2011 წლის 14 დეკემბერს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხის მწვერვალზე ავიდა და იქ პლატფორმა ააგო და საცხოვრებელი მოიწყო. მირანდას ეს ქმედება არა უცნაური საქციელი, არამედ ტასმანიის ტყეების შესანარჩუნებლად გამართული აქციაა. გიბსონი დაჟინებით ითხოვს ტყეების გაჩეხვისგან დაცვას. ტყის გაკაფვის შეჩერება მან ჯერ ვერ შეძლო, თუმცა არ ნანობს, რომ ცხოვრებას ღრუბლებ ქვეშ ატარებს. bbc.co.uk
Print