Error
რუბრიკები
„თეთრი მანდილი“ თვითმმართველობის გადადგომის მოთხოვნით საკრებულოსთან აქციას მართავს (video)
დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საზოგადოებრივი მოძრაობა „თეთრი მანდილის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ინეზა მურღულიამ საზოგადოების სახელით მიმართვა გააკეთა. აქციის 40 -მდე მხარდამჭერი რეგიონში ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილებებს ითხოვს. მათ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლევან კონჯარიას და გამგებელს ალექსანდრე ქობალაის თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს. აქვე ინეზა მურღულიაგან პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ მიმართვაnგაჟღერდა. „ნუ აშინებთ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან კონჯარიას და ალექსანდერ ქობალიას. მიეცით მათ საშუალება დატოვონ დაკავებული თანამდებობები“,-აღნიშნა „ თეთრი მანდილის“ წარმომადგენელმა. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან არავინ გამოხმაურებია.
Print