Error
რუბრიკები
ნონა უბილავა: "მე ვემიჯნები სამოქალაქო საზოგადოება „თეთრ მანდილში“ გაწევრიანებული დევნილების ქმედებებს"
ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ ზუგდიდში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და პროტესტს გამოთქვამს სამოქალაქო საზოგადოება „თეთრი მანდილის“ წარმომადგენელების მხრიდან დევნილთა სახელით გაკეთებული განცხადების თაობაზე. „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ნონა უბილავამ განაცხადა, რომ დევნილების იმ ნაწილის ქნმედება, რომელიც გაერთაინებული არიან საზოადოება „თეთრ მანდილში“ უკანონო და ანტიკონსტიტუციურია. „მე ვემიჯნები მათ ქმებებს და ვაცხადებ რომ არავის არ აქვს უფლება ილაპარაკოს ზუგდიდში ჩსახლებული 43 ათასი იძულებით გადადგილებული ადამიანის სახელით. ჩვენთვის პრიორიტეტი თვითმმართველობის გადაყენება არ არის.“ მისივე განცხდაებით დევნილებისთვის ამ ეტაპზე გაცილებით მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესი, აფხაზეთში მცხოვრები დევნილების უფლებების დაცვა და განსახლების პრობლემა.
Print