PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/SAM_1464.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზუგდიდში გარემოვაჭრეებმა ბაზრის წინ გზა გადაკეტეს. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებდნენ და შეპირებისამებრ გარევაჭრობის ნებართვას 1 იანვრამდე ითხოვდნენ. მოგვიანებით, მათ გზის გადაკეტვის მცდელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს.
გარემოვაჭრეებთან სასაუბროდ „ამომრჩეველთა ლიგის“ წარმომადგენელი კახა მიქაია და მთავარი სამმართველოს უფროსი კობა კირთაძე მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს არ გადაკეტათ გზის სავალი ნაწილი და პროტესტი მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან გამოეხატათ, თუმცა გარემოვაჭრეებმა მათი რჩევა არ გაითვალისწინეს და ქალაქის შემოსასვლელთან გზაჯვარედინი გადაკეტეს.
რამდენიმე წუთში აქციაზე კვლავ გაოჩნდა კახა მიქაია, რომელმაც განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო, რის შემდეგაც მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ გარევაჭრობა ზუგდიდში 1 იანვრამდე დაიშვება. შეთანხმების შემდეგ გარემოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები