PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/SAM_1673.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

“არაჩვეულებრივი გამოფენა”, რომელიც 22 დეკემბერს ასოციაცია “ათინათმა” მოაწყო, უკვე ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო ხასიათის გამოფენა-გაყიდვაა.
"ათინათი" უკვე რამდენიმე წელია ატარებს გამოფენა-გაყიდვებს, რომელთა მიზანია ადგილობრივი ხალხური რეწვის ნიმუშების პოპულარიზაცია.
პროექტი ასოციაცია ათინათის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა გამართეს პარტნიორი ორგანიზაციების: PH ინტერნეიშენალისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამებთან თანამშრომლობით, რომელთა დონორი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა.
“არაჩვეულებრივ გამოფენაზე” სვანეთის, ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს ახალგაზრდული კლუბის წევრებმა, თავიანთი ნამუშევრების გარდა, რეგიონებში პროფესიონალებისა და მოყვარულების მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები, თიხის ნაკეთობები, კერამიკული ნამუშევრები, თექით შესრულებული ნიმუშები მოიძიეს და გამოფენაზე მოიტანეს.
გარდა ამისა ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა მინი სპექტაკლები, სიმღერები და ხალხური ცეკვები წარმოადგინეს. რადიო ათინათმა კი სახალისო გათამაშება მოაწყო და გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს შორის გამარჯვებულები გამოავლინა, რომელსაც სპეციალური საჩუქრები გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები