Error
რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირთა არჩევის საკითხს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი გააკონტროლებს
„ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფმა“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრაზე, ახლად შექმნილმა საინიციატივო ჯგუფის მიზანი მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საქმიანობის სრული მონიტორინგია. ამ ეტაპზე ჯგუფის წევრებმა დემოკრატიულ ცენტრთან თანამშრომლობის პირობებში გადაწყვიტეს გამგებლის თანამდებობაზე შერჩეულ კანდიდატებს შესთავაზონ, რომ ისინი წარსდგნენ სამოქალაქო სექტორის წინაშე, გააცნონ მათ საკუთარი ხედვები, გამოცდილება და სამომავლო გეგმები ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით. ჯგუფის საქმიანობის მეორე ეტაპი საკრებულოს ადა გამგეობის უფლებამისილების მონიტორინგი იქნება, რაც ითვალისწინებს მათი საქმიანობების სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. „ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფში“ გაერთიანებული სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე ადამიანები აცხადებენ, რომ მთავარი ნიშა რის ქვეშაც ჯგუფის წევრები გაერთიანდნენ ზუგდიდელობაა.
Print