Error
რუბრიკები
ზუგდიდში „საჭადრაკო ფესტივალი-2012“ გაიმართა
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში 22-25 დეკემბერს „საჭადრაკო ფესტივალი-2012“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში 2 შეჯიბრი და ღია ტურნირი ჩატარდა, რომელიც შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში მონაწილეობა 100-მდე მოჭადრაკემ მიიღო. საჭადრაკო ფესტივალის დახურვის დღეს, ასაკობრივ და ღია ტურნირში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ასევე გამოვლინდა ღია ტურნირში მოყვარულთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკე. გამარჯვებული მოჭადრაკეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
Print