Error
რუბრიკები
საოლქო პროკურორი: როლანდ ახალაიას ბრალი სამ ეპიზოდზე დადასტურებულად მიგვაჩნია
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი საოლქო პროკურორის, ვალერი იოსავას განცხადებით  საოლქო პროკურატურას  როლან ახალაიასთვის ბრალის წარდგენის მექანიზმი არ აქვს. მისივე  თქმით  როლანდ ახალაიას  ბრალეულობა დადასტურებულია როგორც ბიზნესმენების შევიწროვების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისებასთან დაკავშირებით. „ჩვენ გავაგზავნეთ უწყება, როგორც პარლამენტში, ასევე მის ოჯახში. ჩემი ინფორმაციით აპირებდა კიდეც ბატონი როლანდი გამოცხდებას, რატომღაც შეიცვალა ეს აზრი. ძალიან კარგი იქნება, თუ გამოცხადდება. მან იცის რა საკითხთან დაკავშირებით არის დავა და კარგი იქნება თუ საკუთარ არგუმენტებს დასახელებს“. ვალერ იოსავას განცხადებით ახალაიას მიმართ არსებული ბრალდებები საკმაოდ მძიმეა,“ თუ იგი დაკითხვაზე არ გამოცხადდა ერთადერთი გზა გვრჩება. ჩვენ ზემდგომის წინაშე დავაყენებთ საკითხს მისი გამოწვევის შესახებ და იუსტიციის მინისტრი დააყენებს მისი პარლამენტიდან გამოწვევის საკითხს, ასევე იმსჯელებს მის ბრალეულობაზე“, – განაცხადა ვალერი იოსავამ. ახალი საოლქო პროკურორის ინფორმაციით, როლანდ ახალაიას, ასევე პროკურატურის და სამხარეო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების ბრალეულობა იკვეთება ანაკლიის მიწებთან და თანხის მითვისებასთან დაკავშირებითაც.
Print