Error
რუბრიკები
საკრებულოს სხდომაზე თეატრის დაფინანსების შესახებ საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა (video)
ხმაური იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შალვა დადიანის თეატრის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით. თეტრის ხელმძღვანელი მაია კალანდია ადგილობრივი ბიუჯეტიდან თეტრის დაფინანსებისთვის 250 000 ლარის გამოყოფას ითხოვდა. "აღნიშნული თანხიდან 206 000 ლარი თეატრის თანამშრომლებისთვის 30%-ით მომატებული ხელფასის ანაზღაურებისთვისაა საჭირო" - აღნიშნა თეატრის დირექტორმა. 2013 წლის ბიუჯეტში კი თეატრის დაფინასებისთვის 190 000 ლარია გათვალისწინებული. სხდომაზე გაჟღერდა აზრი, რომ ახალი ბიუჯეტი კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს, თუმცა საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა განცხადებით, ბიუჯეტის დამტკიცების ვადა ამოწურულია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, რუსლან კილასონიამ განაცხადა, რომ ის თეატრის დაფინანსების წინააღმდეგი არ არის, და თუ საკრებულოში შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც თეატრისთვის საჭირო ბიუჯეტს წარუდგენს გამგეობას, ის საკრებულოს მოთხოვნას გაითვალისწინებს.
Print