Error
რუბრიკები
წინასაახალწლო ბაზრობა მყიდველის სიმცირეს უჩივის
ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში გარკვეულ პროდუქტზე ფასების მომატება იგრძნობა. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, სულუგუნის ყველი ორი ლარით გაძვირდა, რაც შეეხება ხორცს, მისი ფასი უცვლელი რჩება და 9 ლარს შედაგენს. 22 დან 25 ლარამდე მერყეობს ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის, ნიგვზის ფასი. ხილის ფასი კი კვლავ უცვლელია. მოვაჭრეების განცხადებით, ახალ წლამდე დარჩენილ მცირე პერიოდში პროდუქტზე ფასები სავარაუდოდ არ გაძვირდება.
Print