Error
რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საკონკურსო–საატესტაციო კომისიის ჩამოყალიბება იგეგმება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საკონკურსო–საატესტაციო კომისიის ჩამოყალიბებასა და ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებმა დისკუსია გამართეს. შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის ჩამოყალიბება, ჯგუფის დაკომპლექტება და თავმჯდომარის არჩევის საკითხი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა შორის განხილვის თემა იყო. საკრებულოს წევრ ვახტანგ სარიას განცხადებით საკონკურსო კომისია საკრებულოში აგვისტოს თვეში უნდა შექმნილიყო, თუმცა კომისია დღემდე არ შექმნილა. „ყოველ ვაკანტურ ადგილზე პიროვნების დანიშვნა უნდა ხდებოდეს მხოლოდ კონკურსის წესით. აქამდე, შერჩევა ნებაყოფლობითი იყო. ამჯერად კი პროცესს შესაბამისი კანონი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც არჩევა მხოლოდ კომისიის მიერ ხდება.“–აღნიშნავს ვახტანგ სარია. კომისიის თავმჯდომარის არჩევა უშუალოდ საკრებულოს მიერ ხდება, კომისიის წევრები არ უნდა იყვნენ საკრებულოს წევრები.
Print