Error
რუბრიკები
გახდება თუ არა თენგიზ გუნავა სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორი

 

სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად შს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა დაინიშნა. ამ ინფორმაციას სააგენტო „Frontnews"-ი ავრცელებს. „Frontnews"–ის ინფორმაციით, პრეზიდენტი საააკაშვილი თენგიზ გუნავას თანამდებობაზე დღეს საღამოს წარადგენს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გუნავა ორჯერ იყო დაკავებული და ორჯერვე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შემდეგ მან საკუთარი სურვილით ნარკოტესტი ჩაიტარა და დაამტკიცა, რომ ნარკოტიკები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ მოუხმარია. რწმუნებულის თანამდებობაზე გუნავა ზაზა გოროზიას ჩაანაცვლებს. რადიო“ათინათი“ დაუკავშირდა სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსს აკაკი სალარიძეს,რომელმაც ეს ფაქტი არ დაგვიდასტურა,თუმცა აღნიშნა,რომ დღეს გუბერნიაში ოფოციალურ სტუმრებს ელოდებიან.    
Print