Error
რუბრიკები
სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა, თენგიზ გუნავამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
თენგიზ გუნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის კარგად იცნობს რეგიონს და თითოეული რაიონის წარმატება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე პრეზიდენტის რწმუნებულმა, ყურადღება გაამახვილა მშენებლობებზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე მიმდინარეობდა და დასძინა, რომ ეს პროცესი მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. რაც შეეხება გირაოს სახით გათავისუფლების გარემოებას გუბერნატორის განაცხადებით,   ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვებზე პასუხი უკვე გასცა. რადიო „ათინათის“ კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა წინა გუბერნატორის საქმიანობას? – გუნავამ გვიპასუხა, რომ წინა გუბერნატორის საქმიანობას საზოგადოება შეაფასებს და კომენტარის ბოლოს დასძინა, რომ ისინი მეგობრები არიან. კითხვაზე თუ ვინაა პრეზიდენტის მიერ მის გუბერნატორად წარდგენისას ნახსენები ე.წ. „ყულაბა“ რომელიც სააკაშვილმა „სამეგრელოს ერთ–ერთ რაიონში დანიშნულ შევარდნაძის დროინდელ პოლიციის უფროსად“ მოიხსენია, გუნავამ  უპასუხა რომ  მისი ვინაობა მედიიის წარმომადგენლებისთვის ცნობილი მალე გახდება.
Print