რუბრიკები
"ქართუ ჯგუფი" ზუგდიდში რაგბის სტადიონს ააშენებს (ვიდეო)
ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას ინფორმაციით, ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე,  რაგბის სტადიონის მშენებლობა იგეგმება.  მისივე ცნობით, 5-  მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას  "ქართუ ჯგუფი" გეგმავს. "მოლაპარაკებებს ალბათ ძალიან მალე დავასრულებთ.  4 ჰა მიწის ფართობი უკვე გამოყოფილია. სტადიონი ქალაქს საკუთრებაში 5 წლის შემდეგ გადმოეცემა. სტადიონს ექნება თავისი სასტუმრო, სატრენაჟორო დარბაზი და ორი მოედანი. ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება- პირობები ასეთია", - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ. ქალაქ ზუგდიდის მერიამ 6 თვიანი მუშაობის ანგარიში საკრებულოს სხდომაზე წარადგინა. ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ცალკეული  სამსახურების  უფროსებმა საზოგადოებას 2014 წლის ივნისიდან დღემდე განხორციელებული  სამუშაოები და აქტივობები გააცნეს.  გარდა ამისა, მერიის წარმომადგენლებმა იმ გეგმებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს 3 წელიწადში უნდა განხორციელდეს.
Print