Error
რუბრიკები
მამუკა ცოტნიაშვილი კოლეჯის შენობაში ჩასახლებულ დევნილებთან სასაუბროდ არ გამოცხადდა (video)
ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში ჩასახლებული დევნილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს 12 საათზე ელოდებოდნენ, მინისტრის მოადგილე დევნილებთან სასაუბროდ არ გამოცხადდა. დილით კოლეჯის შენობაში მცხოვრებლებმა დევნილთა სამმართველოდან მიიღეს დოკუმენტი, რომელსაც ხელი ყველა დევნილმა მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ისინი საკუთრებაში უკანონოდ შეიჭრნენ, თვითნებურად დაიკავეს საცხოვრებელი ფართი და 29 მარტს ნებაყოფლობით დატოვებენ აღნიშნულ საცხოვრებელ ფართს. დევნილებს არ მიუღიათ კონკრეტული პასუხი კითხვაზე თუ სად მოუწევთ მათ ცხოვრება 29 მარტის შემდეგ. ისინი მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას ამ დრომდე ელოდებიან.
Print