Error
რუბრიკები
ანი წითლიძე: გუშინ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მომხდარი არეულობის ორგანიზატორი კახა მიქაია იყო (video)
სამეგრელოს ახალგაზრდული საინიცატივო ჯგუფი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკონსტიტუციო ცვლილების განსახილველ შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ანი წითლიძის განცხადებით მას და რამდენიმე მის თანამოაზრეს განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო „ქართული ოცნების“ წარმომედგენლებმა შეურაცხოფა მიაყენეს და ხელითაც კი შეეხნენ. მისივე განცხადებით შეხვერდაზე მომხდარი დესტაბილიზაცია კახა მიქაიას ორგანიზებული იყო. „კახა მიქაიას წინასწარ, ორი დღით ადრე ჰქონდა დაგეგმილი ყველაფერი. მან ორი საათით ადრე მოიყვანა ხალხი, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ ვისთვის უნდა შეეწყვეტინებინათ სიტყვა“, - განაცხადა ანი წითლიძემ. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით ზეწოლის გაგრძელების შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ და შიმშილობის აქციას დაიწყებენ. ჯგუფის წევრებმა ასევე კახა მიქაია და ლალი ანთია სოფელის რწმუნებულებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ისინი აიძულებენ სოფლის რწმუნებულებს ხვალ გუბერნიის წინ, გუბერნატორისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ  დაგეგმილ აქციაზე ხალხი მოიყვანონ. „პირდაპირ კახა მიქაია და ლალი ანთია რომელთაც ჰქონდათ თათბირი სოფლის რწმუნებულებთან, აძლევენ მათ მითითებას და აფრთხილებენ, რომ თუ თითო სოფლიდან 50 კაცი არ გამოიყვანეს ისინი დატოვვბენ თანამდებობას, თუ ეს გაჟღერდება და მივა ჟურნალისტებამდე შეეხებიან მათ ოჯახსაც. ამ პროცესში ჩართულები არიან ვითომ არასამთავრობო ორგანიზაცია, ლაზარე ავალიანი და ამავე დროს ზუგდიდისთვის კარგად ნაცნობი, ყოფილი პარტიზანელი სლავიკ ბიგვავა.“-აღნიშნავს ანი წითლიძე. საინიციატივო ჯგუფის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია. მან ანი წითლიძის მიერ გამოთქმული ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ საინიციატივო ჯგუფის წვერები გუნავას მიერ იმართებიან. „ესენი არიან გუნავას და სააკაშვილის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომელიც იმართება გუნავას მიერ და ახლა ისინი გადმოდიან შეტევაზე. მათ არ უნდათ რომ ის მუხტი რომელიც არსებობს ზუგდიდში სააკაშვილის და გუნავას წინაარმდეგ უფრო გაღვივდეს და ამიტომ ისინი ფიქრობენ რომ ასეთი პრესკონფერენციები და ცრუ ბრალდებებით დააჯერებენ საზოგადოებას“-აღნიშნავს კახა მიქაია. კახა მიქაია ასევე გამოეხმაურა სოფლის რწუმებულების საკითხს. მან უარყო რწმუნებულებზე ზეწოლის ფაქტი და აღნიშნა, რომ ხვალ აქციაზე შეკრებილი ყველა ადამინი იქნება საკუთარი ნებით მოსული.
Print