PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/untitled2.bmp" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალი გამგებლის არჩევა რიგგარეშე სხდომაზე მოხდა (video)
21:47 / 16.01.2013
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელად გოგა გულორდავა რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად აირჩიეს. გულორდავამ დეპუტატებს სამოქმედო გეგმა წარუდგინა და ყურადღება წალენჯიხის ადგილობრივ ბიუჯეტზე (სამი მილიონი ლარი) გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ არასწორი იქნება მისი მხრიდან დაპირებების მიცემა მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე. გულორდავამ ასევე ადგილობრივი ქონების გადასახადის ხარჯზე შემოსავლების გაზრდის გზებზე ისაუბრა. სხდომაზე მყოფმა „ქართული ოცნების“ წევრებმა, გოგა გულორდავას ნასამართლეობას გაუსვეს ხაზი და საკონკურსო–საატესტაციო კომისიას უნდობლობა გამოუცხადეს.
გულორდავას 2007 წელს მისი დაკავების ფაქტს „დაპატიმრებების სატელევიზიო შოუ უწოდა“ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მას ბრალდება მოხსნილი აქვს.
რადიო „ათინათის“ კითხვაზე ჩატარდება თუ არა საკადრო ცვლილებები? გულორდავამ უპასუხაა, რომ რეორგანიზაცია აუცილებლად იქნება, თუმცა გამოცდილი კადრების გადინების ხარჯზე ეს არ მოხდება.
წალენჯიხელების განწყობა დანიშნულ კანდიდატზე ორად გაიყო. მათი უმრავლესობა თვლის რომ გოგა გულორდავამ მუნიციპალიტეტის პრობლემები არ იცის და მას საზოგადოების ნაწილი საერთოდ არ იცნობს. მეორე ნაწილი კი მის გამგებლად არჩევის ფაქტს დადებითად აფასებს და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.
მასალის გამოყენების პირობები