Error
რუბრიკები
ამირან ჯანაშიას ადვოკატი ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავს
ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილ  უფროსს, ამირან ჯანაშიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ჯანაშიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. 333-ე მუხლის თანახმად მას ბრალი  სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტებაში ედება, ხოლო მეორე, 126-ე მუხლის 2-ე ნაწილის  თანახმად მას ბრალი, საპარლამენტო არჩევნებში ხელისშეშლის ფაქტზე ედება. მედიის კითხვაზე თავს, დამნაშავედ ცნობს თუ არა? ჯანაშიამ კომენტარი არ გააკეთა. ხოლო რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატს სოსო ჯანაშიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ  ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია. რადიო „ათინათის“ კითხვაზე. თუ რამდენი მოწმის ჩვენებაა საქმეში წარდგენილი? ჯანაშიას ცნობით,  საკმაოდ ბევრი, თუმცა ის საქმის დეტალებს ამ დრომდე არ გაცნობია, ვინაიდან დოკუმენტები გვიან მიიღო. რადიო „ათინათის“ კითხვაზე შესაძლოა თუ არა ჯანაშიას ბრალი დაუმძიმდეს? ბრალდებულის ადვოკატი ამ პროცესს არ გამორიცხავს. ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ 17 იანვარს დაკითხვის შემდეგ დააკავა.
Print