Error
რუბრიკები
ზუგდიდში პრეზიდენტის რეზიდენციასთან კარავი გაშალეს
ზუგდიდში, 21 იანვარს, პრეზიდენტის რეზიდენციის შენობასთან კარავი გაშალეს. 25 კვ/მ ფართის კარავი "დაიცავი საქართველოს" და მოძრაობა „ქალები მშვიდობისათვის“ ორგანიზებით დაიდგა. ამ ფორმით აქციის მონაწილეები პრეზიდენტისგან რეზიდენციის სოციალურად დაუცველების და დევნილების მფლობელობაში გადაცემას ითხოვენ. „დაიცავი საქართველოს“ და მოძრაობა „ქალები მშვიდობისთვის“ წარმომადგენლებთან ერთად კარავში ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში დროებით მცხოვრები დევნილები მოთავსდებიან. "დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, პრეზიდენტმა დანაპირები შეასრულოს და რეზიდენცია დევნილებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს. ერთ-ერთი ორგანიზატორის ლალი ანთიას განცხადებით პროცესი 10 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
Print