რუბრიკები
ლიმონის და ხაჭოს კექსი
ინგრედიენტები: ხაჭო 250 გ ფქვილი 200 გ შაქარი 170 გ კვერცხი 3 კარაქი 1 ს.კ სოდა 2/3 ჩ.კ ლიმონი 1 ცალი მომზადების წესი: ლიმონი გარეცხეთ, მოაჭერით თავი და ბოლო, დაჭერით რგოლებად და მოაშორეთ კურკები. შემდეგ ბლენდერში დააქუცმაცეთ კანიანად. ხაჭო, შაქარი და დარბილებული 1 კოვზი კარაქი კარგად ასრისეთ. შეათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ლიმონის "ფაფა", აურიეთ. შემდეგ დაამატეთ სოდა და 2 წუთი ადროვეთ, სანამ მასა აფუვდება. დაამატეთ ფქვილი და გადაურიეთ. გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე. მზა კექსს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
Print