Error
რუბრიკები
პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაშლილ კარავში ღამე 10-მა დევნილმა გაათია
ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციის შენობასთან გაშლილ კარავში აქციის მონაწილეები ამ დრომდე იმყოფებიან. წუხელ ათმა დევნილმა ღამე კარავში გაათია. დევნილებთან ერთად აქ გვიან ღამემდე “დაიცავი საქართველოს” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დევნილმა ჩიქო შენგელიამ რადიო „ათინათთან“ საუბარში განაცხადა, რომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. დევნილები მადლობას უხდიან „დაიცავი საქართველოს“ წევრებს და ზუგდიდის საზოგადოების იმ ნაწილს რომელთაც მათ თანადგომა გამოუცხადეს.
Print