Error
რუბრიკები
ალტერნატიული საგზაო ნიშნები
ფრანგი ქუჩის მხატვარი კლეტ აბრახამი ორი წლის განმავლობაში, ღამღამობით, ევროპის უმსხვილეს ქალაქებში საგზაო ნიშნებს თავისი აბრებით ცვლიდა. ნახატებს ყოველთვის იუმორისტული ელფერი ჰქონდა. მხატვრის აბრები სტრატეგიულად ისე იყო განლაგებული, რომ ისინი ძირითადი საგზაო ნიშნების ფუნქციას არ აყენებდნენ საფრთხის ქვეშ. ველოსიპედის ან მეგობრის დახმარებით კლეტი 20 წამში ცვლიდა ნიშანს და ქრებოდა. მხატვარი ამას არა მხოლოდ ღიმილის გამოსაწვევად, არამედ სხვა მიზნითაც აკეთებდა: კლეტ აბრახამი გმობს საზოგადოების სტანდარტიზაციასა და ჩაკეტილობის ეფექტს, რაც დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე და ზღუდავს ადამიანის თვითგამოხატვას. ხელისუფლებამ სგავსი ქმედებებისთვის მხატვარი დააჯარიმა.  
Print