Error
რუბრიკები
საინიციატივო ჯგუფის შექმნის მიზნით გამართულ შეხვედრას ხმაური მოყვა
ორგანიზაციის „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ ორგანიზებით გამართულმა შეხვედრა ხმაურით  დაიწყო. შეხვედრის მიზანი იყო საინიციატივო ჯგუფის შექმნა , რომელიც დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში აქტიურად მიიღებდა მონაწილეობას. შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დარბაზში პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული  „კარვის აქციის“ მონაწილე რამდენიმე პიროვნება გამოჩნდა და შეხვედრის ორგანიზატორს, ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ ხელძღვანელს ნონა უბილავას  პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში დასდო ბრალი. მათ შეკრებილ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მას შემდეგ რაც „კარვის აქციის“ მონაწილეებმა დარბაზი დატოვეს აუდიტორიაში საინიციატივო ჯგუფის შექმნის საჭიროებაზე, მის შესაძლო შემადგენლობასა და კომპეტენციებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა განსხვავებული მოსაზრებები. გამოითქვა აზრი, რომ ჯგუფის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია მისი პოტენციური წევრები  დევნილების 80% -ის ნდობით სარგებლობდნენ და გააჩნდეთ რეალური სამოქმედო გეგმები, დოკუმენტის სახით. საბოლოოდ საინიციატივო ჯგუფის შექმნის მცდელობა  უშედეგოდ დასრულდა. ნონა უბილავას განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი არ შედგა და ჯგუფი ვერ შეიქმნა ის აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას მიზნის მისაღწევად. ნონა უბილავამ მედიასთან საუბარში  „კარვის აქციის“ წარმომადგენლების ბრალდებებსაც უპასუხა.
Print