Error
რუბრიკები
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის 1300 კოორდინატორი კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ სარჩევნო შტაბის ყოფილი კოორდინატორები და დამკვირვებლები კუთვნილი ხელფასების გაცემას ითხოვენ. რამდენიმე კოორდინატორმა გამაფრთხილებელი აქცია დღეს, 25 იანვარს თბილისის ქუჩაზე გამართა. უხელფასოდ 1300-მდე ადამიანია დარჩენილი. როგორც აქციის მონაწილეები მედიასთან საუბარში აცხადებენ მათი მიზანია პრობლემა პრემიერ-მინისტრამდე მივიდეს და მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. მათი განცხადებით, აქვთ ინფორმაცია რომ აღნიშნული თანხა თბილისიდან გამოგზავნილია და გაცემაზე შეფერხება ადგილზე ხდება. „ქართული ოცნების“ შტაბში მათ განუცხადეს, რომ კუთვნილი თანხები 20 იანვრისთვის დაერიცხებოდათ. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მათ სექტემბრის დასაწყისში გაუფორმდათ მთავარი კოორდინატორის ხელფასი 500, ქვეკოორდინატორისა კი 300 ლარს შეადგენს.
Print