Error
რუბრიკები
ენერგეტიკის მინიტრმა „ენგურჰესის“ კაშხალი მოინახულა (video)
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოში ყველაზე დიდი გენერაციის ობიექტი,  „ენგურის“ ჰიდროელექტროსადგური მოინახულა. “ენგურჰესი“ ქვეყნის ელექტრომომარაგებაში და ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშველოვან როლს თამაშობს. მისი დადგმული სიმძლავრე 1250 მგვტ-ია და სადგურის წილი ქვეყნის მთლიან წლიურ გენერაციაში 40%-ს შეადგენს. „ენგურჰესი“ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში საქართველოს მოსახლეობის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფდა. კალაძის განცხადებით ენგურჰესის 4 აგრეგატი უკვე რეაბილიტირებულია და მიმდინარეობს მეხუთე აგრეგატის რეაბილიტაცია. მისივე განცხდაებით აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება საქართველოს „ჰესების“ ხარჯზე ხდება და ეს შემდეგშიც ასე იქნება. „ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ამ სადგურის უსაფრთხო და ეფექტური ექსპლუატაცია" - აღნიშნა მინისტრმა. "ენგურჰესი" - ს კაშხლის დეპარტამენტის თავმჯდომარის ჯონი ჭანიას განცხადებით დღეის მდგომარეობით წყალსაცავში წყლის დიდი მარაგია. “ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული სწორი სამუშაო გეგმის წყალობით ენერგეტიკული კრიზისი არ გვემუქრება“ - განაცხდა ჭანიამ.
Print