Error
რუბრიკები
ზუგდიდის ცენტრში სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს (video)
ზუგდიდის ცენტრში, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა შუახნის მამაკაცი დააკავეს. თვითმხილვევების განცხადებით მათ დაკავებული პირის ვინაობა არ იციან. დაკავებულის ვინაობასა და საქმის დეტალებზე არც სამართალდამცავებს უსაუბრიათ. ჟურნალისტების კითხვა მამაკაცია ვინაობასა და ბრალთან დაკავშირებით მათ უპასუხოდ დატოვეს. შემთხვევის ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პიროვნება ზუგდიდის ავტო სკოლის დირექტორი თემურ გვაგვალიაა. რადიო „ათინათი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ზუგდიდის საპატრულო პოლიციის სამორიგეო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ დაკვებული პირი  საპატრულო პოლიციაში ამ დრომდე არ მიუყვანიათ და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
Print