რუბრიკები
ზუგდიდში სტუდენტებს ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს
სამეგრელო - ზემო სავნეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის თანამშრომლები შ.მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდნენ. 11065177_945618108783248_292898005_o შეხვედაზე რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ, თანამშრომლებთან ერთად,  სტუდენტებს რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცო. თავის მხრივ, სტუდენტებმა გუბერნიის წარმომადგენლებს საკუთარი ინიციატივები წარუდგინეს. ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით, რეგიონის ყველა მუნიციპალურ ერთეულში, როგორც მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, ასევე სხვადასხვა ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრები იმართება. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა უკვე შედგა სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და უფროსკლასელებს შორის. 28 თებერვალს კი,  ფოთის თეატრში გუბერნატორმა ადგილობრივებს 2 წლის მუშაობის ანგარიში ჩააბარა.
Print