Error
რუბრიკები
აბაშის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის ყრილობა გადაიდო
დღეს, 11 საათზე, აბაშის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის ყრილობა უნდა გამართულიყო,თუმცა,როგორც რადიო „ათინათს“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი რუხაძემ განუცხადა, პარტიაში საერთო კანდიდატზე ვერ შეჯერდნენ და პარტიის ყრილობა გადაიდო. „ არსებობს გარკვეული შეუთანხმებლობა კანდიდატთან დაკავშირებით, ჩვენი აქტივისტები თბილისშიც იმყოფებოდნენ.რაც შეეეხება,დღევანდელ ყრილობას გადაიდო,“დაიბლოკა“,ამასთან დაკავშირებით საქმის კურსშია პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.სავარაუდო კანდიდატად სახელდებოდა გიორგი გვილავა,მაგრამ ეს კანდიდატურაც ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის დონეზეა.“-აცხადებს აბაშის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი რუხაძე.
Print