არასამთავრობოებმა სოციალური პროგრამების კომისიის წევრები აირჩიეს (ვიდეო)
15:06 / 13.03.2015
დღეს ზუგდიდში მოქმედმა საზოგადოებრვი ორგანიზაციის წამომადგნლება კომისიის ის ორი წევრი აირჩიეს, რომელიც გამგეობის სოციალური პროგრამების ფარგლებიში შექმნილ სპეციალური კომისიასთან ერთად იმუშავებს. არასამთავრობოების გადაწყვეტილებით კომისიის წევრები გახდნენ:საერთაშორსიო ორგანიზაცია "მუშა სამარიტელთა კავშირის" (ASB) წარმომადგენელი ია ესებუა და „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი გურამ ჩიხლაძე.
აღნიშნული კომისია გამგეობამ ერთ-ერთი სოციალური პროექტის ფარგლებში შექმნა, რომლის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტიდან,უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები რემონტს არექვემდებარება, 35კვ/მ საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში აუშენებს.
პროგრამითვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასილარია გათვალისწინებული. წელს, დაახლოებით, 20 ასეთი სახლის მშენებლობა იგეგმება.აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება.
ზუგდიდის გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას თქმით, კომისიის საბოლოო შემადგენლობა მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები