PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/SAM_1843.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის პოსტი ლაშა გოგიამ დაიკავა (video)
20:36 / 29.01.2013
ზუგდიდში გამართულ კონფერენციაზე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს რეგიონული ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელად ლაშა გოგია დასახელდა. პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევას დარბაზში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. კონფერენციის ერთ-ერთმა წევრმა გონელ პაპავამ განაცხადა, რომ არჩეული კანდიდატი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზუგდიდში არ იმყოფებოდა, ამიტომ შეუძლებელია ის ადგილობრივ პრობლემებს და საჭიროებებს კარგად იცნობდეს. მან ასევე აღნიშნა რომ კარგი იქნებოდა ამ პოზიციაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია არჩეულიყო.
„თუ მაინცდამაინც ცენტრს ჰგონია, რომ ყველაფერი ასეთი ფორმით უნდა განხორციელდეს, ეს არ არის ობიექტური. ცენტრიდან დანახული ზუგდიდის რაიონის პრობლემები და მისი გადაჭრის შედეგები იგივე იქნება, რა შედეგსაც კაცი მიიღებს აივნიდან თოხნაში“ - აღნიშნა გონელ პაპავამ.
არჩეულმა კანდიდატმა კონფერენციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან ნაციონალური მოძრაობის რიგები 5 წლის უკან დატოვა და მას შემდეგ აღნიშნულ მოძრაობასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამაც გააკეთა. მისი განცხადებით ის პარტიის წევრია და საქმეს თავმჯდომარესთან ერთად გააკეთებს.
შეგახსენებთ, ლაშა გოგია 2006-2007 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. აღნიშნული თანამდებობა მან 2007 წელს დატოვა.
„ქართული ოცნების“ ყრილობა სამეგრელოს რამდენიმე რაიონში ერთდროულად გაიმართა. ზუგდიდში გამართულ კონფერენციას 86 მოწვეული დელეგატიდან 72 ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები