რუბრიკები
ივლისში ბლინების „საბეჭდი“ პრინტერი გამოვა
ოთხი წლის წინათ, ამერიკელმა მიგელ ვალენსუელამ Lego-გან ააწყო 3D-პრინტერი, რომელიც მისი ორი ქალიშვილისთვის ბლინებს „ბეჭდავდა“. მას შემდეგ ამ გაჯეტმა მრავალი ცვლილება განიცადა და ახლა თითქმის მზადაა გასაყიდად გამოსატანად. წარმატებული კამპანიის შემდეგ Kickstarter-ზე, პრინტერი PancakeBot-ი, მასობრივ წარმოებაში ეშვება. გაჯეტი წარმოადგენს ჩვეულებრივ 3D-პრინტერს, რომელიც საკვების წარმოების მიზნით არის მოდიფიცირებული. ბეჭდვის პლასტიკური მასალების ნაცვლად, გამოყენებულია ბლინების ცომი. ბლინები კი ჩაშენებული გახურებული ტაფით „იბეჭდება“. ამ პრინტერის წარმოების დასაწყებად Kickstarter-ზე $50 ათასი იყო მოთხოვნილი და კამპანიის დასრულებამდე 28 დღით ადრე უკვე $125 ათასი იყო შეგროვებული. PancakeBot-ის გაყიდვები ივლისში უნდა დაიწყოს. მისი საცალო ფასი $299 იქნება, თუმცა საცხობები მას $120-ით იაფად მიიღებენ. გარდა ამისა, მწარმოებელი ამბობს, რომ ნაყიდ პრინტერს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაუგზავნიან ყიდვის მსურველს.
Print