Error
რუბრიკები
ძლიერ წვიმას სამეგრელოს რეგიონში საგანგაშო სიტუაციები არ მოჰყოლია
სამეგრელოს რეგიონში  წუხელ მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. მიაყენა თუ არა ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მოსახლეობას ზიანი, რადიო „ათინათი“ არკვევდა. როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, თენგიზ შანავამ განაცხადა, რაიმე სახის საგანგაშო სიტუაცია ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ადმინისტაციული სამსახური სიტემატიურად ამოწმებს ინფორმაციას სოფლებში და საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციათა სამსახური. ანალოგიური სიტუაციაა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.  გამგეობის პრესსამსახური ეკა ბელქანია რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებს ,ძლიერ წვიმას არც წალენჯიხის სოფლები დაუზიანებია.
Print