რუბრიკები
ზუგდიდში აქციაში მონაწილე პირები პოლიციამ დაკითხა (ვიდეო)
ზუგდიდის პოლიციის რაიონულ სამმართველოში 15 მარტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გამართულ აქციაში მონაწილე პირები დაიკითხნენ. დაკითხვის შემდეგ, რომელიც თითქმის ორ საათს გაგრძელდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა მერი შენგელაიამ განაცხადა, რომ ის მანიფესტაციის მსვლელობის კადრებში ფიგურირებს და სწორედ ამის გამო დაიბარეს.  არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალი ზონა“ წევრის თეიმურაზ მალანიას თქმით, ისიც 15 მარტის აქციისას განვითარებული მოვლენების გამო დაიბარეს სამმართველოში, როგორც დაზარალებული. აქციის მსვლელობისას 7 ადამიანი დაშავდა. ოფიციალურად, აქციის ორგანიზატორი “საზოგადოებრივი მოძრაობის დარბაზი” იყო, რომლის რიგებში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ლაშა გვასალია. 15 მარტს ზუგდიდში ” ნაციონალური მოძრაობის “და ორგანიზაციის “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი” ოფისებთან  “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს სხვა წევრებმა, ასევე ზუგდიდის მერიის თანამშრომლებმა  აქცია გამართეს.        ამავე თემაზე: ოცნებისა” და “ნაციონალების” მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  
Print