Error
რუბრიკები
ზუგდიდში, ანდრია დადიანის სკულპტურისთვის ბიუჯეტიდან 200 000 ათასი ლარი გამოიყოფა
ზუგდიდში, 2011 წელს მოსწავლე–ახალგაზრდების სასახლის ეზოში ანდრია დადიანის სკულპტურის დადგმის თაობაზე  გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველო“ ავრცელებს. საჯარო ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ სკულპტურის ერთმეტრიანი მოდელი ზუდგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინახება. პროექტი დამუშავების პროცესშია და ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი გახდება თუ არა აუციელებელი ამდროისთვის კულტურის სახლთან არსებული ზოია რუხაძის ბიუსტის დემონტაჟი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აღნიშნული სკულპტურის სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან სავარაუდოდ 200 000 ლარის გამოყოფაა  გათვალისწინებული.
Print