რუბრიკები
ზუგდიდში მინიფეხბურთში ოლიმპიადა დაიწყო
ოლიმპიადას, რომელშიც ქალაქ ზუგდიდის საჯარო სკოლების თოთხმეტი საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ორგანიზებას ქალაქის მერია უწევს. პირველი მატჩი ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის,ქალაქ ზუგდიდის მე-6, მე-7 და მე-12 სკოლებს შორის გაიმართა.  მატჩებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები დაესწრნენ. ოლიმპიადა მინიფეხბურთში დღეს დაიწყო და აპრილის ბოლოს დაიხურება.
Print