Error
რუბრიკები
რა რაოდენობის პრემიები გაიცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2012 წელს?!
რადიო „ათინათმა“ „საერთაშორისო გაჭვირვალობის“ ზუგდიდის ბიუროდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებზე 2012 წელს გაცემული პრემიების შესახებ მოპოვებული ინფორმაცია მიიღო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარეს, ლევან კონჯარიას 6-თვის განმავლობაში პრემიის სახით 14 160 ლარი დაერიცხა. 7 ათას 700 ლარი დაერიცხა გასულ წელს, 7-თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯომარის მოადგილეს გრიგოლ სხულუხიას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „სოციალური, ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ რევაზ ხაინდრავამ პრემიის სახით 3 900 ლარი მიიღო. იგივე რაოდენობის პრემია დაერიცხა ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა თავმჯდომარეს დავით სხულუხიას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის თეიმურაზ ბასილაიას პრემიამ კი 4 ათას 900 ლარი შეადგინა. იურიდიულ საკითხთა განყოფილებაში მომუშავე 3 პირზე, პრემიის სახით გაცემული თანხის რაოდენობა 7 ათას 180 ლარია. 12 ათას 220 ლარი შეადგინა სოციალურ საკითხთა განყოფილებაში მომუშავე 5 პიროვნებაზე გაცემულმა თანხამ.
Print