რუბრიკები
სამარხვო კექსები თაფლით
შემადგენლობა: 250 მლ თბილი წყალი 2 ს.კ. თაფლი 1/2 ჭიქა შაქარი 1/2 ჭიქა მცენარეული ზეთი 1.5-2 ჭიქა ფქვილი 1.5 ჩ.კ. სოდა 1 მწიკვი მარილი მომზადების წესი: ჭიქაში შევურიოთ თბილი წყალი, თაფლი, შაქარი, მარილი და ზეთი. კარგად გადავურიოთ. ფქვილი და სოდა შევურიოთ, ნელ-ნელა დავამატოთ თაფლიან წყალში. ვთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ცომი უნდა გამოვიდეს თხელი. ცომში შეგიძლიათ დააამატოთ სასურველი ხილის ჩირი ან თხილი. ფორმებში ჩავასხათ ცომი, სიმაღლით ფორმის 2/3-ი. ვაცხოთ 200 ℃-ზე ყავისფერი ფერის მიღებამდე. დაახლოებით 20 წთ-ი. ვაცადოთ გაგრილება და ამოვიღოთ ფორმებიდან. გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...
Print