Error
რუბრიკები
დევნილი საზოგადოების ნაწილი ლტოლვილთა სამმართველოს უფროსის პოსტზე ირაკლი ქოჩუას კანდიდატურას აპროტესტებს (video)
აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი ქოჩუას დანიშვნის შესახებ ბრძანებისთვის მინისტრს ხელი ჯერ არ მოუწერია. პოსტზე შერჩეულ კანდიდატურას დევნილთა საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრისა და დევნილთა საინიციატივო ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელმა განცხადება ლტოლვილთა სამმართველოს შენობაში გააკეთა. დევნილების განცხადებით მათ შეიტყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ირაკლი ქოჩუა სამმართველოში თათბირებს ატარებს. ისინი აცხადებენ, რომ ქოჩუა ჯერ ოფიციალურად არ არის დანიშნული თანამდებობაზე, ამიტომ მას ამის უფლება არ აქვს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მათ სურდათ დღეს 13:00 შეხვედროდენ ირაკლი ქოჩუას, თუმცა მან დევნილებთან შეხვედრა არ ისურვა. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები თანამდებობაზე დევნილის დანიშვნას ითხოვენ. მათი თქმით იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე დევნილმა უნდა იმუშაოს. თავის მხრივ ირაკლი ქოჩუამ რადიო "ათინათთან" საუბარში უარყო სამსახურში გამოცხადებისა და თათბირის ჩატარების ფაქტი და დევნილთა ნაწილის მიერ გამოთქმულ ბრალდებას სიცრუე უწოდა. იგი აღნიშნავს, რომ მისი დანიშვნის შესახებ სამინისტროდან ოფიციალური ბრძანება ამ დრომდე არ მოსულა, შესაბამისად ის არ არის უფლებამოსილი გამოცხადდეს ლტოლვილთა სამმართველოში და ჩაატაროს თათბირი.
Print