რუბრიკები
დევნილები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ (ვიდეო)
ზუგდიდიში დევნილები მესამე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ.  მათი თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში  ბინები უსამართლოდ განაწილდა. ისინი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვენ.  დილიდან აქციის მონაწილეები დევნილთა სამმართველოსთან შეიკრიბნენ, მათ ხელში თაბახის ფურცლები ეჭირათ შემდეგი მოთხოვნებით: "დაგვიბრუნეთ გაყიდული ბინები" , "უნიათო მთავრობა წადი", "სამარცხვინო კომისია", " ძირს მთავრობა"," გამყიდველი მთავრობა" და სხვა. აჭარისა და  სამეგრელო- ზემო სავანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის დავით ნარსიას თქმით, თითოეული უკმაყოფილო დევნილის განცხადება ინდივიდუალურად  განიხილება. "რა თქმა უნდა იქნებიან უკმაყოფილო დევნილები... თაბუკაშვილზე ბინები სულ 320 ოჯახზე გაიცა, ხოლო განმცხადებელი 4000 ათასზე მეტი იყო. ამასთან, სამინისტრო განიხილავს ყველა ალტერნატივას, რითაც შეიძლება ეს ადამიანები დაკმაყოფილდეს", - თქვა დავით ნარსიამ. ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე  მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 320 ოჯახზეა გათვლილი.  დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.
Print