PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/SAM_1879.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

დევნილები ლტოლვილთა სამმართველოს ხელმძღვანელად საკუთარი კანდიდატურის დანიშვნას ითხოვენ (video)
18:58 / 05.02.2013
დევნილეთა ნაწილი აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი ქოჩუას კანდიდატურას დღესაც აპროტესტებს.
რამდენიმე ათეული დევნილი აღნიშნულ თანმდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის მოთხოვნით დღეს ლტოლვილთა სამმართველოს შენობაში მივიდა. ისინი აცხადებენ, რომ აუცილებელია დევნილთა პრობლემებით დევნილი დაკავდეს.
მათ სამმართველოს უფროსის მოადგილეს გოჩა ელერჯიას განუცხადეს, რომ აინტერესებთ ნამდვილად არის თუ არა ქოჩუა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული. გოჩა ელერჯიამ დევნილებთან საუბარში განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ დაინიშნება სამმართველოს უფროსის პოსტზე.
დევნილებმა აქვე მათთვის სასურველი კანდიდატის ვინაობა დასახელეს. ისინი აღნიშნულ პოსტზე „ქართული ოცნების“ აქტივისტის გოდერძი გუნიას დანიშვნას ითხოვენ.
გოდერძი გუნია რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებს რომ მას მხარს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია უჭერს.
სამინიტროს პრესსამსახური ეკა გულუა კი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ არ შეიძლება ქოჩუას კანდიდატურა მხოლოდ იმიტომ მოიხსნას რომ ის არ არის დევნილი. აქვე გულუა ხაზს უსვამს რომ ქოჩუას კანდიდატურა სამმართველოს უფროსის პოსტზე ჯერ დამტკიცებული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები