Error
რუბრიკები
ზუგდიდში ვახუშტი ფარცვანიას მოღალატე, „სამშობლოს მაძიებელი“ უწოდეს (video)
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოძრაობა „სამშობლოს მაძიებელის“ და „ქართული ოცნების“ წევრის ვახუშტი ფარცვანიას შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ხოლო მოგვიანებით, ეროვნულ დემოკრატების და ახლა უკვე „ქართული ოცნების“ წევრები შემოიჭრნენ და ფარცვანიას მოღალატე, „სამშობლოს მაძიებელი“ უწოდეს, რის შემდეგაც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეკა მინჯორაიამ აუდიტორიას ჯერ სიჩუმისკენ, ხოლო მოგვიანებით ცენტრის დატოვებისკენ მოუწოდა. ფარცვანიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ზუგდიდში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია პარტია „ქართულ ოცნებას“ ძირს უთხრის. მისივე თქმით მან საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან კონჯარიას განცხადებით მიმართა, სადაც ითხოვს თოლორაიას გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის კანონიერების შესახებ განმარტებას. მისივე განცხადებით ასლი გაეგზავნებათ პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და ედიშერ თოლორაიას. ფარცვანიამ დასძინა, რომ თუ ვერ მიიღებს ამ განცხადებაზე სათანადო პასუხს ის სასამართლოში სარჩელს შეიტანს. მოძრაობა, „ეროვნულ დემოკრატების“ და პარტია „ქართული ოცნების“ წევრის მზიური კვარაცხელიას განცხადებით ფარცვანია არის გულნაწყენი იმის გამო, რომ არ დანიშნეს რაიონში პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად.
Print