PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/HDV_1001.MP4_000021500.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

დევნილთა ნაწილი სამმართველოს თანამშრომლებს დევნილთა კუთვნილი ბინების გაყიდვაში ადანაშაულებს (video)
18:15 / 07.02.2013
აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი ქოჩუა ოფიციალურად დაინიშნა. დევნილთა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მის კანდიდატურას აპროტესტებდა დღეს ქოჩუას სამუშაო კაბინეტში შეიკრიბა. დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, თეონა ქარდავამ ქოჩუას დევნილთა ნაწილის სახელით მიმართა, მან აღნიშნა, რომ ქოჩუამ მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილთან მოლაპარაკების შედეგად ერთპროვნულად დაიკავა თანამდებობა. თეონა ქარდავამ სამმართველოს ახალ უფროსს ძველი კადრების დათხოვნისკენ მოუწოდა.
“თუ ეს ადამიანი ახალი ხელისუფლების ხედვის გამზიარებელია მან უნდა გაანთავისუფლოს ის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია სამმართველოში და მათ ადგილას ვაკანსია გამოაცხადოს“, –აღნიშნა მან. კრიმინალად ქარდავამ სამმართველოს ყოფილი უფროსი ლევან მიქავა და დღემდე სამმართველოს უფროსის მოაგილის პოსტზე მყოფი გოჩა ელერჯია მოიხსენია. მისი განცხადებით მიქავა და ელერჯია დევნილებთან უკანონო გარიგებაში შედიოდნენ და მათ ფულის სანაცვლოდ ბინებს აძლევდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი სამმართველოს უფროსმა, ირაკლი ქოჩუამაც გააკეთა. „თუ ამ ადამიანებს აქვთ არგუმენტები სამმართველოს თანამშრომლების წინააღმდეგ მაშინ მიმართონ პროკურატურას",–აღნიშნა ქოჩუამ. მისივე განცხადებით ის ჯერჯერობით თანამშრომლებს კარგად არ იცნობს, მაგრამ საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს.
თავის მხრივ, ლტოლვილთა სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ, გოჩა ელერჯიამ დევნილების ბრალდებებს ცილისწამება უწოდა.
„არსებობს დოკუმენტაცია, ბათუმში და ფოთში რომელი დევნილები როგორ და სად გადავიდნენ. მთავარია სახელმწიფომ დაუკანონა ეს ბინები მათ. ამის შემდეგ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა გაყიდეს თუ გააქირავეს ეს საცხოვრებლები, ამის შესახებ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ. წარადგინონ მტკიცებულებები, თუ აქვთ. მე სამართალდამცავ ორგანოებთან სათანამშრომლოდ მზად ვარ“, – განაცხადა გოჩა ელერჯიამ.
მასალის გამოყენების პირობები