Error
რუბრიკები
კახა მიქაია: ჩვენ მიხეილ სააკაშვილის ყველა მოსალოდნელ ვოიაჟს გავაკონტროლებთ (video)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საზოგადოებსი ნაწილმა შენობის მთავარი შესასვლელის პიკეტირება მოაწყო. აქციის მონაწილეებს ზუგდიდში “დაიცავი საქართველოს” წარმომადგენელი კახა მიქაია ხელმძღვანელობდა.როგორც მიქაიამ მოგვიანებით აღნისნა ადამიანთე ეს ჯგუფი ახლადშექმნილი მობილური ჯგუფების წევრები არიან, შეკრებილები ამ ფორმით მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას აპროტესტებდნენ. დღეს საზოგადოებაში გავრცელდა ხმები, რომ მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლამდე ზუგდიდში აპირებდა ჩამოსვლას. კახა მიქაიას განცხადებით მიხეილ სააკაშვილს არ მისცემენ უფლებას ჩამოვიდეს და გუბერნიაში მივიდეს. „პრეზიდენტს აქვს უფლება ჩამოვიდეს, როგორც კერძო პირი, თუ ის ანაკლიაში წავა ჩვენ სააკაშვილს ბორდელ–ბორდელ დევნას არ დავუწყებთ. მთელს სამეგრელოში შექმნილია მობილური ჯგუფები, ყველა რაიონში, ჩვენ გავაკონტროლებთ მიხეილ სააკაშვილის მოსალოდნელ ვოიაჟს“,–განაცხადა კახა მიქაიამ. აქციას სამეგრელოს სხვა რეგიონებში მოქმედი მობილური ჯგუფების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სენაკის მობილური ჯგუფის წარმომადგენელმა, ინგა ქარდავამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს მორალური უფლება ჩამოვიდეს სამეგრელოში, რადგან ის "ვადაგასული" პრეზიდენტია. „მიშა არ შეიძლება სამეგრელოს რომელიმე რაიონში იქნეს გაჭაჭანებული, ეს იქნება ჩვენი შეურაცხოფა და ამ შეურაცხოფას ჩვენ კიდევ ერთხელ არ ავიტანთ“,- აღნიშნავს მარტვილის რაიონის მკვიდრი, გელა ღურწკაია.
Print