Error
რუბრიკები
ეთნო–კონფლიქტურ საკითხებზე რეინტეგრაციის მინისტრი ზუგდიდის არასამთავრობო სექტორს ესაუბრა (video)
რეინტეგრაციის საკითხში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ზუგდიდში არასამთავრობო სექტორის წარმომადგნლებს შეხვდა. შეხვედაზე მინისტრმა ქართულ– აფხაზურ და ქართულ–ოსურ კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილა. ზაქარეიშვილის განცხადებით საქართველოში არსებული ეთნო–პოლიტიკური კონფლიქტები მსოფლიოში ყველაზე ადვილად მოსაგვარებელია, თუმცა წინა ხელისუფლებამ მათი მოგვარების ყველა შანსი გაუშვა ხელიდან. კონფლიქტების მოგვარების ახალი და რეალური ბერკეტები კი ახალ ხელისუფლებას გააჩნია. რეინტეგრაციის მინისტრმა აფხაზეთის დამოუკიდებლობის არ აღიარების პირობებში ხელისუფლების მიერ გადასადგმელ ნაბიჯებსა და განსახორცილებელ ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით პირველი ამოცანა, რაც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს არის ის, რომ ქართულმა მხარემ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტები უნდა გამოაცალოს, რასაც საქართველომ გარკვეულწილად უკვე მიაღწია. მეორე არგუმენტი რაზეც მინისტრმა ისაუბრა ეს არის საქართველოს გაუმყარდეს არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა იქნეს აღიარებული კონფლიქტური მხარეების დამოუკიდებლობა. ამავე ამოცანების ნუსხაში მოხვდა ევროკავშირთან ურთიერთობის გამყარების საკითხი, რათა მათ მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არაღიარების პოზიცია მეტად მდგრადი იყოს. ზაქარეიშვილი ხელისუფლებასა და უმცირესობას შორის დაპირისპირების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთზე დიდი მტერი საქართველოსთვის ნაციონალური მოძრაობაა, რომელსაც არ სურს დამარცხება აღიაროს. მან უმცირესობის მხრიდან მოწყობილ პროვოკაციად შეაფასა გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ მინისტრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს. როგორც ზაქარეისვილმა აღნიშნა კომფლიქტურ რეგიონში ძალიან დიდია არასამთავრობო სექტორზე ზეწოლა. ოლიმპიადის თარიღის მოახლოებასთან ერთად კი რეგიონში არსებული მძიმე ვითარება და რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდება. მინისტის განცხადებით ორ თვეში ენგურის ხიდის რებილიტაცია იგეგმება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას კითხვაზე თუ რამდენად შეიძლება ჩართული იყოს ზუგდიდის საზოგადოება კონფლიქტის დარეგულირების საკითხში მინისტრმა უპასუხა, რომ ზუგდიდის თვითმმართელობის გააქტიურება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტერესებისათვის“ წარმომადგენელმა აჩიკო თოდუამ რამდენიმე ინიციატივა წარმოადგინა. ზუგდიდიში ბევრი რამ უნდა გაკეთდეს კონფლიკტის დარეგულირების კუთხით. აფხაზი ახალგაზრდებისთვის უფასო განათლების მიღების საშუალება, უფასო სამედიცინო მოსახურეობა და სახელმწიფო სტრუქტურებში ერთი აფხაზურად მოსაუბრე თანამშრომელი უნდა იყოს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში აფხაზეთიდან გადმოსულ პიროვნებას საჭირო სერვისს აფხაზურ ენაზე შესთავაზებს.-აღიშნა აჩიკო თოდუამ
Print