PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/SAM_1930.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ანაკლიაში უკანონოდ ჩამორთმეული მიწის მესაკუთრეები საკუთრების დაბრუნებას ითხოვენ (video)
20:12 / 11.02.2013
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისმა 2008-2009 წლებში ანაკლიაში განხორცილებული საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტზე განცხადება გააკეთა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენელმა, ანა ქოჩუამ განაცხდა, რომ შვიდ ადამიანს საკუთარ მფლობელობაში არსებული მიწის გარკველი ნაწილი სახელმწიფომ თვითნებურად, კანონით გათვალსიწინებული ყველა პროცედურის დარღვევით მიისაკუთრა.
ჩამორთმეულ ტერიტორიაზე კი მოგვიანებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „პატრიოტული ბანაკის“ მშენებლობა დაიწყო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განცხადება ორმა დაზარალებულმა პირმა გააკეთა.
რეზო ჯღერიასა და მურთაზ შონიას მიწის ნაკვეთები ანაკლიაში ერთმანეთს ესაზღვრებოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთები მათ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩამოერთვათ. მათ მსგავსად კლარა ფეტელავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ამჟამინდელ წევრს, დავით სხულუხიას ჩამოართვეს კუტვნილი მიწები . ხოლო, რაც შეეხება ზურაბ ჯიქიას, გოჩა ქარდავასა და გონელი ფუტკარაძეს მათ საკუთრების მიტოვებაზე განაცხადი პროკურატურის ზეწოლის ქვეშ დააწერინეს.
ზემო ჩამოთვლილ პიროვნებებს საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა, ხოლო საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად აღნიშნული მიწების მესაკუთრეებად ამ დრომდე ეს პიროვნებები ფიქსირდებიან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება მოქალაქეთა მიმართ განხორცილებულ ზეწოლის ფაქტებზე, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტოს მოუწოდებს დაუყოვნებლივ ზომები მიიღოს მოქალაქეთა საკუთრებაზე, შეზრუდული უფლების აღსადგენად. ორგანიზაცია მზად არის სამართალდამცავ ორგანოებს და სამინისტროს გადასცეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც მათ დაზარალებულებმა მიაწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები