PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/SAM_1945.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

როდის მიიღებენ ზუგდიდის რესპუბლიკური საავამყოფოს ექიმები კუთვნილ ხელფასებს (video)
18:53 / 12.02.2013
ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები „აი სი“ ჯგუფში დაზღვეულ გეგმიურ პაცინტებისთვის ამბოლატორიული და სტაციონალური მომსახურეობის გაწევაზე უარს აცხადებენ. მიზეზი კომპანიის დავალიანებაა, „აი სი“ ჯგუფში დაზღვეულ პაციენტებთან მომუშავე ექიმებს სახელფასო ანაზღაურება უკვე ორი თვეა არ მიუღიათ.
როგორც ბავშვთა ნერვოლოგი ეთერ ვეკუა რადიო „ათინათთან“ საუბარში აცახდებს, მათ წერილობით მიმართეს ჯანმრთელობისა და ფინანსთა მინისტრებს. „ჩვენ ვითხოვთ კუთვნილ ხელფასს ჩვენი მეპატრონისგან, რომელიც არის „ალდაგი“. ვთხოულობთ დეკემბრისა და იანვრის ანაზღაურებას“,-აღნიშნა ეთერ ვეკუამ.
რადიო „ათინათმა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „აი სი“ ჯგუფის წარმომადგენელს ზუგდიდში ავთანდილ ცქვიტარიას მიმართა. ცქვიტარიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ექიმების ანაზღაურების საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის.
სადაზრვეო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა კი განაცხდა, რომ კომპანია სიტუაციაში ბოლომდე გარკვეული არ არის და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
საავადმყოფოს ექიმებმა "ათინათთან" საუბარში ასევე აღნიშნეს, რომ „აი სი ჯგუფის ერთ-ერთმა პაცინეტმა კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა სადაც განუცხადეს რომ პრობლება 2-3 დღეში მოგვარდება".
მასალის გამოყენების პირობები