Error
რუბრიკები
დავით ქვარაიას დაჭრის ფაქტზე შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ზუგდიდში დავით ქვარაიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შს-სამინისტრო სპეციალურ განცხდაებას ავრცელებს. განცხადებას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ. "2013 წლის 12 თებერვალს ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ დათო ქვარაიას ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში მცხოვრები ნექტარ ბ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 12 თებერვალს, გამთენიისას, გამსახურდიას გამზირზე პოლიციის ლეიტენანტი დათო ქვარაია ნექტარ ბ-მ მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან  მიიმალა.  შემავალი ჭრილობა ბასრი საგნითაა მიყენებული. ბრალდებული  სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება  მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე  დაზიანება) მუხლის 1-ლი  ნაწილით. საქმეს იძიებს ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველო."-ძღნიშნულია განცხადებაში.  
Print