Error
რუბრიკები
პრეზიდენტმა დაჭრილი პოლიციელი მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფოში 12 თებერვალს, გვიან ღამით დაჭრილი პოლიციელი დავით ქვარაია მოინახულა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, სწორედ სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას მიერ გაკეთებული განცხადების შემდგომ დაინტერესდა ახალი მთავრობა ამ ფაქტით. „გაიგეს, რომ დღეს აქ მე ჩამოვდიოდი. დილის ხუთ საათზე გადმოვიდნენ თბილისიდან, რომ ჩემზე წინ მოსულიყვნენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტსა და დაჭრილ პაციენტს შორის გასაუბრება ვერ შედგა, რადგან პაციენტს ეძინა. პრეზიდენტი მის მკურნალ ექიმს გაესაუბრა. ქირურგის, გელა გულუას თქმით, დაჭრილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი საავადმყოფოში 1 კვირა დარჩება. მიხეილ სააკაშვილმა დაგმო ის ფაქტი, რომ საავადმყოფოს მედიკოსებს 3 თვეა ხელფასი არ მიუღიათ. “მოვუწოდებ მთავრობას, მიხედონ ამ საქმეს. შეეშვან კაბინეტებში სხდომას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტმა საავადმყოფო დატოვა და ნარაზენის მოსახლეობასთან შესახვედრად გაემგზავრა. [gallery]
Print