PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/mishiko.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ესკორტს ნარაზენში მოძრაობა „ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა“ წარმომადგენლებმა კვერცხები ესროლეს. მათი თქმით „ის არის ვადაგასული პრეზიდენტი და უნდა გადადგეს“.
პრეზიდენტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში საკრებულოს წევრის ილია თოდუას ოჯახს ესტუმრა. თოდუების ოჯახში მიხეილ სააკაშვილს ათამდე ადამიანი დახვდა. მასპინძლების ნაწილს ახალგაზრდები და ასევე სამხარეო ადმინისტრაციის სხვადასხვა სამსახურის უფროსები წარმოადგენდნენ. პრეზიდენტის მისამართით რამდენიმე სხვადასხვა სახის კითხვა დაისვა მათ შორის, ანაკლიაში მშენებლობის შეჩერების და სტუდენტურ დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კარგია, რომ სოციალურ ქსელებზე სტუდენტური დასაქმების პეტიცია ვრცელდება. ის თვითონაც მოაწერს ხელს ამ პეტიციას და მიესალმება პროექტის გაგრძელებას.
პრეზიდენტი ასვევ შეეხო ანაკლიის თემას და აღნიშნა, რომ ანაკლიაში სამწუხაროდ მშენებლობა შეწყდა და ეს ფაქტი დასანანია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სააკაშვილის შეხვედრა სოფლის ცენტრში იგეგმებოდა.
ნარაზენის ცენტრში „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია და ეროვნული მოძრაობის წევრები პრეზიდენტის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვებით სკანდინირებდნენ. ისინი ქვეყნის პირველ პირს „ნარკომანს“ და „კრიმინალს“ უწოდებდნენ.
აქტივისტების მოთხოვნა პრეზიდენტთან შეხვედრა იყო. ისინი მედიასთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ მათ ქვეყნის პირველ პირთან შეკითხვა ჰქონდათ - "რატომ ატარებს „ვადაგასული პრეზიდენტი“ მოსახლეობასთან შეხვედრებს"?
პოლიცია ვითარების განმუხტვას ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით ცდილობდა. სოფლის ცენტრში ატეხილ აურზაური მიხეილ სააკაშვილმა შეაფასა როგორც „მთავრობის დაძველებული ფორმა“.
რადიო „ათინათის“ კითხვაზე, - რატომ არ დაიგეგმა ფართო აუტიტორიასთან შეხვედრა თუნდაც სოფლის პირობებში? პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მისი მთავარი მიიზანია შეხვდეს პატრ-პატარა ჯგუფებს და მათი აზრები მოისმინოს.
„თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ პრეზიდენტს ან იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეებზე დაგანან ფართო ჯგუფებთან არ მიესვლებათ, რათქმაუნდა ეს მცდარი შეხედულებაა. ჩვენთვის ანალიზის, შენიშვნების და შეცდომების გაანალიზების დროა. ასევე ჩვენთვის არის გაწმენდის და კურსის კორექტირების დრო. ასეთი შეხვედრები ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ასი ათასიანი მიტინგები, თუმცა პოლიტიკა ერთსაც და მეორესაც მოიცავს“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები