Error
რუბრიკები
ზუგდიდელ მედიკოსებს სახელფასო დავალიანება გაუსტუმრეს
ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფო „რესპუბლიკას“ მედპერსონალს, რამდენიმე საათის წინ 3 თვის სახელფასო დავალიანება დაერიცხა. ამის შესახებ რადიო“ათინათს“ საავადმყოფოს ექიმებმა აცნობეს. დღეს, მათი პრობლემით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდა. ეკა ბესელიას თქმით, „ექიმებს ისედაც მიზერულ ხელფასებზე უწევთ მუშაობა და დაუშვებელია ხელფასების სამი თვით დაგვიანება“. მისივე თქმით, მსგავსი პრობლემა სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" საკუთრებაში არსებულ სხვა საავადმყოფოებშიც არსებობს და ეს საკითხი უნდა გადაიხედოს. ქვეყნის პირველმა პირმა კი ახალ ხელისუფლებას ამ პრობლემის სასწრაფო მოგვარება მოსთხოვა."ასეთ რაღაცეებზე მთავრობა გაღვიძებული უნდა იყოს და განგაში ჰქონდეს ატეხილი. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საავადმყოფო საქართველოში, საუკეთესო კოლექტივი და რამდენიმე თვეა ხელფასი არ მიუციათ. ამ ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს, არჩევნები იყო და მთავრობა შეიცვალა თუ არა. პაციენტი ისევ მოდის, მათ შორის მთელი აფხაზეთი აქეთ გადმოდის. კატეგორიულად ვთხოვ მთავრობას, შეეშვან მარტო კაბინეტებში ჯდომას, უჰაერო სივრცეში, გამოვიდნენ და ამ ხალხს ელაპარაკონ", - განაცხადა სააკაშვილმა. საავადმყოფოს ექიმებმა 12 თებერვალს, გაფიცვა მოაწყვეს და სადაზღვეო კომპანია „აი სი“ ჯგუფში დაზღვეული პაციენტების მიღებაზე უარი განაცხადეს.
Print